logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ეწვია
საქართველოს მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ეწვია
10:07 28.11.2017
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია მოლდოვას პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა მოლდოვას პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რომლის ფარგლებში მოლდოვას მთავრობის მეთაურს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უმასპინძლა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში 27-29 ნოემბერს, მოლდოვას პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან გიორგი კვირიკაშვილთან, პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდგომ გაიმართება შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით, რის შემდეგაც საქართველოსა და მოლდოვას შორის ხელი მოეწერება „„საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენციას და „მოლდოვას რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და კვლევის სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის 2018-2021 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამას“.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება პაველ ფილიპის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. მოლდოვას პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში. პაველ ფილიპი ვიზიტის ფარგლებში ესტუმრება წინანდალს სადაც მოინახულებს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმს და დაათვალიერებს ტექნო-პარკს.

„მოხარული ვარ ვიმყოფებოდე საქართველოში პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით. პირველ რიგში მსურს თანაგრძნობა და სამძიმარი გამოვხატო საქართველოში დატრიალებული ტრაგიკული ფაქტის გამო. ეს გახლავთ ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში პრემიერ-მინისტრის რანგში, თუმცა ჩვენ აქამდეც გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა. ეს არის ჩემი მეოთხე შეხვედრა მასთან, პირველად ჩვენ ერთმანეთს კიევში სუამი-ს ღონისძიების ფარგლებში, შემგომ კი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ-იორკში შევხვდით, რამდენიმე დღის წინ კი ასევე მქონდა საშუალება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის. ეს არის კარგი საშუალება განვიხილოთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მოლდოვას და საქართველოს აქვთ ბრწყინვალე ურთიერთობები, მოლდოვა საქართველოს მეგობარია. მოხარული ვართ რომ ვმონაწილეობთ აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან ფორუმში, რომელშიც ვმონაწილეობთ არა მხოლოდ ოფიციალურ დონეზე, არამედ ბიზნეს დელეგაციით. საქართველოს და მოლდოვას აქვს საერთო მიზანი, ორივე ქვეყანა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი, თუმცა საერთო ევროპული მიზნის გარდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. გვაერთიანებს საერთო გამოწვევა - ტერიტორიული კონფლიქტები, რაც არის ორივე ქვეყანაში და ჩვენ სოლიდარულები ვართ ამ საერთო პრობლემის ირგვლივ“- განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ცერემონიის დროს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა