logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი წერეთელი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
გიორგი წერეთელი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
18:19 27.11.2017
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიორგი წერეთელი კოპენჰაგენში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას დაესწრო და კომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა. გამოსვლის დასაწყისში, გიორგი წერეთელი ეუთოს და ევროპის საბჭოს იმ ისტორიულ როლს შეეხო, რაც აღნიშნულმა ინსტიტუტებმა ევროპის ტრანსფორმაციის პროცესში შეასრულეს. მან საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების და დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
თავის გამოსვლაში გიორგი წერეთელმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, როგორიცაა პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობის ზრდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოსაზრებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რადიკალიზმის, ტერორიზმის, კიბერშეტევების, მიგრაციის და ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი, ამ გამოწვევების მოსაგვარებლად ეუთოს სრულად აღჭურვის უზრუნველყოფა, ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების დაცვა და კონფლიქტების მოგვარების საკითხში საპარლამენტო როლის გაძლიერება იქნება“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა უკრაინის კრიზისზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა და აღნიშნა, აღნიშნულ ზონებში, დღესაც ტრაგიკულად იღუპებიან ადამიანები და საპარლამენტო ასამბლეების მთავარი ფოკუსი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა იყოს მიმართული.
გიორგი წერეთელის გამოსვლის შემდეგ მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსია გაიმართა.
კოპენჰაგენში ვიზიტის ფარგლებში, გიორგი წერეთელი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, სტელა კირაიკიდს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრისას მხარეებმა თანამშრომლობის ფორმატებზე და საპარლამენტო ასამბლეების ცალკეულ სტრუქტურებს შორის კიდევ უფრო დაახლოების საკითხებზე იმსჯელეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა