logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 სოზარ სუბარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს შეხვდა
სოზარ სუბარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს შეხვდა
17:57 27.11.2017
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელს კილიონ მუნიამას შეხვდა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მიზანს, დევნილი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, სპეციალური ანგარიშისთვის ინფორმაციის შეგროვება წარმოადგენს.

„ევროსაბჭო ამზადებს სპეციალურ მოხსენებას იძულებით გადაადგილებულ პირებზე იმ ქვეყნებში, სადაც არის კონფლიქტი. საქართველოსთან დაკავშირებით, ძალიან კარგად იყვნენ ინფორმირებულები, თუმცა დამატებითი ცნობები მივაწოდეთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: რუსიფიკაცია გალისა და ახალგორის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით განათლების სფეროში, გადაადგილების თავისუფლების ყოველდღიური შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჯანდაცვის პროგრამები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. გარდა ამისა, ვისაუბრეთ დევნილთა განსახლების პროგრამებზე“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა კილიონ მუნიამამ სოზარ სუბარს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვფიქრობ, საქართველოს მაგალითის გათვალისწინება სასარგებლოა სხვა ქვეყნებისთვის. სხვა ქვეყნებმა უნდა ისწავლონ საქართველოს გამოცდილებიდან, თუ როგორ ხდება დევნილი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილება. ჩვენი ვიზიტი ღირებულია სიტუაციის კიდევ უფრო უკეთესი ანალიზისთვის, რათა შევაგროვოთ ინფორმაცია და ადგილზე გავეცნოთ პრაქტიკას“ - განაცხადა კილიონ მუნიამამ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის წევრები, ვიზიტის ფარგლებში, თბილისის ზღვის ახალ ქალაქსა და წეროვანში დევნილებისთვის გადაცემულ საცხოვრებლებსაც დაათვალიერებენ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა