საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის პოზიციაზე ნინო ლომჯარიას
კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა.
კანდიდატურის ინიცირებას ხელს უმრავლესობაში შემავალი ყველა ფრაქციის ხელმძღვანელი აწერს.
ნინო ლომჯარია აქამდე გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი იყო.

















