საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იგორ დოლგოვის განცხადებით, მიხეილ
სააკაშვიის ექსტრადირების საკითხი მაღალი დონის მოლაპარაკებების თემა არ არის.
მისივე თქმით, კიევში რომ აქციები მიმდინარეობს, ამაში პრობლემა არ არსებობს.
„მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური მოლაპარაკებების საგანი. ის ახლა უკრაინაში კერძო პირია. მართალია, საქმე ძველებურად აღარაა. მაგრამ ის არ არის ოპოზიციის ერთადერთი ლიდერი უკრაინაშიც და საქართველოშიც. კიევში რომ აქციები მიმდინარეობს- ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ.
მიხეილ სააკაშვილი კვლავ უკრაინაში იმყოფება, განაგრძობს გარკვეულ პოლიტიკურ საქმიანობას, რაც გულახდილად გეტყვით, რომ არ არის ძალიან პოპულარული. ასე რომ მისი საკითხი არ არის მაღალი დონის მოლაპარაკებების თემა- აქ ვსვამ წერტილს“-განაცხადა იგორ დოლგოვიმ.

















