საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი ეწვია.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა უკრაინის დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, უკრაინის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელ ჯანელიძე დახვდა. მან მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ გროისმანს საქართველოში სტუმრობისა და თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობისთვის.
უკრაინის პრემიერ-მინისტრს ქართველი კოლეგა გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.
ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ გროისმანი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ქ.თბილისის მერთან. უკრაინის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში. ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ გროისმანი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად ეწვევა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრს, ასევე საქართველოს კულტურის მინისტრთან ერთად ესტუმრება თელავს, სადაც გვირგვინით შეამკობს ლესია უკრაინკას ძეგლს, ეწვევა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმს წინანდალში.
ვოლოდიმირ გროისმანი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.

















