logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი დასრულდა
ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი დასრულდა
10:57 26.11.2017
ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტი გაიმართა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) ლიდერები თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
სამიტზე პარტნიორებმა დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც თანამშრომლობით მიღწეული შედეგები და მიღწევები შეაჯამეს და სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრეს. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ყურადღებას ამახვილებს მოქალაქეთათვის პრაქტიკული და ხელშესახები შედეგების აუცილებლობაზე.
ევროკავშირი და მეზობლები ადასტურებენ საერთო მიზანს გააძლიერონ სტრატეგიული თანამშრომლობა და აღიარებენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა აძლიერებს როგოც ევროკავშირს, ისე აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ სამიტი აღიარებს ასოცირებული ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს და მათ ევროპულ არჩევანს, დადებითად აფასებს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესს და მის როლს ასოცირებული ქვეყნების განვითარებაში და საკანონმდებლო დაახლოებაში. სამიტის დეკლარაცია ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის და ბაზრის შესაძლებლობების ათვისებისათვის სამომავლო ნაბიჯებს განსაზღვრავს.
სამიტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კარგი მმართველობისა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების და ხალხთა შორის კონტაქტების მნიშვნელობაზე.
სამიტი მხარს უჭერს ევროკავშირის პრინციპს - „მეტი მეტისთვის“, რომლის საფუძველზე იმ ქვეყნებს, რომლებიც მნიშნელოვან რეფორმებს ახორციელებს შესაბამის მხარდაჭერას უცხადებს და ახალი ფინანასური დახმარების შესაძლებლობებს სთავაზობს.

სამიტის დეკლარაცია აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამასთან ხაზს უსვამს, რომ კონფლიქტების მოგვარება, ნდობის მშენებლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები აუცილებელია ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ დეკლარაცია ხაზს უსვამს საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას ევროპასთან დაახლოებისთვის და ამ მიმართულებით ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ასოცირებული ქვეყნების ახალი სამუშაო ჯგუფის დაარსებას მიესალმება.
სამიტის დეკლარაცია 2020 წლისათვის დასახულ 20 კონკრეტულ შედეგს ეხმიანება, რომელიც სახელმძღვანელოდ ერთობლივად დაისახეს ევროკავშირმა და მეზობელმა ქვეყნებმა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ (EaP) ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა) თანამშრომლობის საერთო ინიციატივაა, სამიტი პარტნიორ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის დიალოგის უმაღლესი პოლიტიკური ფორმატია. აღმოსავლეთ პარტნიორობა სცდება მთავრობათაშორის ურთიერთობებს, ახალგაზრდები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება, მედია, ბიზნესი და სხვა დაინტერესებული ჩართულნი არიან შესაბამის თემატურ ღონისძიებებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა