საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2017 წლის 24 ნოემბერს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ჩრდილოეთ სინაის
პროვინციის ქალაქ ბირ ალ-აბედში მდებარე მეჩეთზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობისგანმტკიცებისკენ. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება მსოფლიოში ძალადობრივი ექსტრემიზმის აღმოფხვრა"-ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ეგვიპტელ ხალხს და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.

















