logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხაელ როთის და მიხეილ ჯანელიძის მიმართვა: ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს შემდგომ რეფორმებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
მიხაელ როთის და მიხეილ ჯანელიძის მიმართვა: ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს შემდგომ რეფორმებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
17:35 24.11.2017
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაილ როთი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დღეს გამოცემა Euroactive-ში ერთობლივ ოპედს აქვყნებენ. საგაზეთო პუბლიკაციაში მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიზნებზე და სამომავლო ამოცანებზე საუბრობენ. მინისტრები 5 ინიციატივას გამოყოფენ, რომელიც ხელს შეუწყობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის კიდევ უფრო მეტ წარმატებს. მინისტრების შეფასებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შემდგომი წარმატების წინაპირობაა რეფორმები, რომელიც პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარეობს. მინისტრების მოსაზრებით ევროკავშირმა უნდა განაგრძოს ამ მიმართულებით ქვეყნების დახმარება და მოძებნოს უკეტესი გზები რეფორმების წასახალისებლად. „მთავარია რეფორმები. ჩვენ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიზანი ფუნდამენტური ღირებულებების მხარდაჭერაა, რომელსაც ვიზიარებთ - - დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ეკონომიკური განვითარება ევროკავშირის სამეზობლოში ეს უკავშირდება საზოგადოებების ტრანსფორმაციას. ამ ყველაფრის მიღწევა კი მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების რეალური სურვილის შემთხვევაშია შესაძლებელი. საბოლოოდ, ცვლილებებს მხოლოდ საფუძვლიანი და მდგრადი რეფორმების იმპლემენტაცია მოიტანს. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ამ რეფორმებს. უნდა ვიპოვოთ უკეთესი გზები მათ წასახალისებლად, რაც გულისხმობს, მაგალითად, ფინანსური დახმარების მიმართვას უფრო მიზანმიმართულად, კონკრეტული რეფორმების პროგრესის შესაბამისად ან პროექტებზე მორგებულ დახმარებას“- ნათქვამია ერთობლივ ოპედ-ში.


მინისტრები ასევე ხაზს უსვამენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან ევროკავშირის ინდივიდუალური მიდგომების მნიშვნელობას. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ აერთიანებს ექვს ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ პარტნიორ ქვეყანას - განსხვავებულს როგორც არსებული მდგომარეობით, ასევე მათი მისწრაფებებით. ევროკავშირი აღიარებს დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს. ევროკავშირმა უნდა უპასუხოს აღნიშნულ განსხვავებებს და მოახდინოს მისი ინსტრუმენტების ადაპტირება და მორგება თითოეულ ინდივიდუალურ კონტექსტზე. თუმცა, მრავალმხრივ ჭრილში, საჭიროა ექვსივე პარტნიორთან ერთობლივი დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელება და შენარჩუნება. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ რეგიონის სტაბილურობა და კეთილდღეობა არა მხოლოდ თითოეული ქვეყნის ინდივიდუალურ განვითარებაზეა დამოკიდებული, არამედ უფრო მეტად, ექვს პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განვითარებაზე აცხადებენ მინისტრები.



https://www.euractiv.com/section/europe-s-east/opinion/bringing-the-eastern-partnership-closer-to-the-citizens/


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა