logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხაელ როთი და მიხეილ ჯანელიძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პერსპექტივაზე: დღესვე შეგვიძლია დავიწყოთ მთელი რიგი ერთობლივი პროექტების განხორციელება
მიხაელ როთი და მიხეილ ჯანელიძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პერსპექტივაზე: დღესვე შეგვიძლია დავიწყოთ მთელი რიგი ერთობლივი პროექტების განხორციელება
17:30 24.11.2017
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაილ როთი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დღეს გამოცემა Euroactive-ში ერთობლივ ოპედს აქვეყნებენ. საგაზეთო პუბლიკაციაში მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიზნებზე და სამომავლო ამოცანებზე საუბრობენ. მინისტრები 5 ინიციატივას გამოყოფენ, რომელიც ხელს შეუწყობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის კიდევ უფრო მეტ წარმატებს.
მინისტრების შეფასებით „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ კონკრეტულ შედეგებზე უნდა იყოს კონცენტრირებული.

„აუცილებლად უნდა გავცეთ დამაჯერებელი პასუხი შეკითხვას - რა არის შემდეგი „აღმოსავლეთ პარტნიორობაში?“ დღესვე შეგვიძლია დავიწყოთ მთელი რიგი ერთობლივი პროექტების განხორციელება. სატრანსპორტო და ენერგეტიკული კომუნიკაციების სფეროში მეტი ინვესტიცია ყველასათვის სარგებლის მომტანია. მიმზიდველად ჟღერს დისკუსიები როუმინგის ტარიფების გაუქმებისა და ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე შესვლის შესახებ. ევროკავშირის ერთიან ბაზართან დასაახლოვებლად მაღალი სიხშირის გადამცემების შექმნა შეიძლება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იყოს. რატომაც არ უნდა, განვიხილოთ უფრო მეტად შეთანხმებული საერთო ძალისხმევის განხორციელება კერძო სექტორის თანამშრომლობის კუთხით, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო საწარმოებისა და კვალიფიციური პროფესიონალების ევროკავშირის შრომით ბაზარზე გამარტივებული წვდომის საკითხები. უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და უსაფრთხოების სხვა საკითხებზე ყველასათვის უფრო მეტი სტაბილურობის მომტანი იქნება“- ნათქვამია მინისტრების ერთობლივ სტატიაში.

აქვე მიხეილ ჯანელიძე და მიხაილ როთი აღნიშნავენ ახალგაზრდა თაობის პოტენციალის გამოყენების აუცილებლობას როგორც თავად ინიციატივის, ასევე მასში ჩართული ქვეყნებისთვის. „ექვს პარტნიორ ქვეყანაში ბევრი მაღალკვალიფიციური და აქტიური ახალგაზრდაა. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს პოტენციალი როგორც მათი ქვეყნების, ასევე, მთელი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სასარგებლოდ. ამ მიზნით, უნდა დავეხმაროთ პარტნიორებს გააუმჯობესონ საგანმანათლებლო სისტემები, ხელი შეუწყონ ურთიერთგაცვლას სტუდენტებსა და მეცნიერებს შორის, შექმნან სამუშაო ადგილები და ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პოტენციალის სრულად გამომჟღავნებას. მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ევროკომისიის მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის გამოცხადებული „ახალგაზრდობის პაკეტი“, რომელიც ითვალისწინებს სპეციალურად ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი მთელ რიგ ინიციატივებსა და პროექტებს.“- ნათქვამია მინისტრების ერთობლივ ოპედში. დანარჩენ ინიციატივებს შორის მინისტრები ასევე გამოყოფენ, ხალხსა და მათ საჭიროებებზე ყურადღების გამახვილებას, რეფორმების გაგრძელებას და საერთო თანამშრომლობის ჩარჩოში ინდივიდუალურ მიდგომების აუცილებლობას.

https://www.euractiv.com/section/europe-s-east/opinion/bringing-the-eastern-partnership-closer-to-the-citizens/


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა