logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხაილ როთი და მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გამოცემა  Euroactive-ში ერთობლივ ოპედს აქვეყნებენ
მიხაილ როთი და მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გამოცემა Euroactive-ში ერთობლივ ოპედს აქვეყნებენ
17:26 24.11.2017
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაილ როთი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დღეს გამოცემა Euroactive-ში ერთობლივ ოპედს აქვეყნებენ. საგაზეთო პუბლიკაციაში მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიზნებზე და სამომავლო ამოცანებზე საუბრობენ. მინისტრები 5 ინიციატივას გამოყოფენ, რომელიც ხელს შეუწყობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის კიდევ უფრო მეტ წარმატებს.

მათი განცხადებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიზანია ექვსი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნის - სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსიის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის კიდევ უფრო დაახლოვება ევროკავშირთან. როგორც სტატიაშია აღნიშნული 2009 წლიდან, ინიციატივის შექმნის შემდეგ, ბევრი რამ იქნა მიღწეული: საქართველოსთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან და უკრაინასთან გაფორმდა ასოცირების შესახებ შეთანხმებები, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია დიდი წარმატებაა საქართველოსთვის - აღნიშნავენ მინისტრები.

„როგორ შთამბეჭდავადაც არ უნდა ჟღერდეს, კვლავაც უმთავრეს დავალებად რჩება ბოლო წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ინსტიტუციონალური და მთავრობათაშორისი თანამშრომლობის ჩარჩოს ჩვენს მოქალაქეებთან დაახლოება. ევროკავშირში არც თუ ისე ბევრ ადამიანს სმენია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ. მაშინ როდესაც საქართველოში, რომელიც მოწინავე ქვეყანაა ევროპული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების საკითხში ხალხის მხარდაჭერამ 80%-ს გადააჭარბა, რაც დღესდღეობით საქართველოს ევროპაში, ევროკავშირის მიმართ ყველაზე ენთუზიასტ ქვეყანად ხდის. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ ხალხი იგრძნობს და დაიჯერებს მის პოზიტიურ შედეგებს და დაინახავს კონკრეტულ გაუმჯობესებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენი მოლოდინია , რომ ჩვენი საერთო მომავალი ერთიან ევროპაშია“-აცხადებენ მინისტრები.


მინისტრების საგაზეთო პუბლიკაციაში 5 ინიციატივას გამოყოფენ, რომელმაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი უფრო მეტად წარმატებული უნდა გახადოს, მათგან უმთავრესია ყურადღების გამახვილება ხალხსა და მათ საჭიროებებზე. როგორც მინისტრები აღნიშნავენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეფორმების დღის წესრიგი მიზნად ისახავს ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას.

„სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ იმ რეფორმებს, რომლებსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს ყველა მოქალაქისთვის: ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, სასამართლო რეფორმა, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება და ამგვარად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ისევე როგორც ჩვენი საგანმანათლებლო სისტემების გაუმჯობესება. გადაწყვეტილების მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესში უფრო მეტად უნდა ჩავრთოთ მმართველობის ადგილობრივი დონეები, რადგან ისინი ბევრად უფრო ახლოს დგანან ხალხთან და მათ საჭიროებებთან“-აღნიშნავენ მინისტრები.

მათი თქმით უნდა გაგრძელდეს სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერა. „უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ როგორც ჩვენს მიზნებზე, ასევე იმ სირთულეებზე, რომელთა გადალახვაც გვიწევს მათ მისაღწევად. საზოგადოებას შეუძლია გახდეს ჩვენი ღირებული მოკავშირე საერთო მიზნების მიღწევის გზაზე. თავისუფალი და პლურალისტური მედია გაუმჯობესებული კომუნიკაციის აუცილებელი ინსტრუმენტია“- ნათქვამია მინისტრების ერთობლივ პუბლიკაციაში

დანარჩენ 4 ინიციატივას შორის მინისტრები გამოყოფენ კონკრეტულ სამომავლო ნაბიჯებზე კონცენტრირებას, ახალგაზრდა თაობის პოტენციალის წახალისებას, რეფორმების გაგრძელებას და საერთო თანამშრომლობის ჩარჩოში ინდივიდუალურ მიდგომების აუცილებლობას.

https://www.euractiv.com/section/europe-s-east/opinion/bringing-the-eastern-partnership-closer-to-the-citizens/

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა