logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზურაბ პატარაძემ უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატისთან შეხვედრა გამართა
ზურაბ პატარაძემ უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატისთან შეხვედრა გამართა
12:20 24.11.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში უნგრეთის საელჩოს ატაშე ეკონომიკურ საკითხებში გეზა როლი.

ზურაბ პატარაძემ ახლად დანიშნულ ელჩს მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უნგრეთს შორის უკვე არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ- ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გააქტიურების სურვილი გამოითქვა.

ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა უნგრეთის წვლილს აღნიშნულ პროცესებში და მადლობა გადაუხადა უნგრეთის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიულ მთლიანობის, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა განათლების, ეკონომიკის და ტურიზმის მიმართულებით კავშირების გაძლიერებასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთის მთავრობა ქართველი სტუდენტებისათვის უნგრეთში სასწავლებლად ყოველწლიურად 80 სტიპენდიას გამოყოფს. წლებია ინტენსიურად თანამშრომლობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იშტვან ზეჩენის უნივერსიტეტი. 2017 ზაფხულში უნგრეთის ქალაქ ვასვარის გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში აჭარის შემოქმედებითმა ჯგუფმა „ექსპერიმენტული თეატრი ყველგან“ მთავარი პრიზი მიიღო.

აღინიშნა, რომ 2017 წლის დეკემბერში საქართველოში გაიმართება უნგრეთის კულტურის დღეები.

ვიქტორია ჰორვატი საქართველოში უნგრეთის ელჩის პოზიციაზე 2017 წლის სექტემბრიდან მოღვაწეობს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა