logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი ისრაელის სოფლის მეუნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრს შეხვდა
ლევან დავითაშვილი ისრაელის სოფლის მეუნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრს შეხვდა
10:48 23.11.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეუნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრს, ური არიელს შეხვდა.
შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოში აგრარული დარგის გამოწვევებსა და კონკრეტულ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისრაელის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის, გაცვლითი სასწავლო პროგრამების განხორციელების და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების მიმართულებით.
„ჩვენ გვინდა ისრაელსა და საქართველოს შორის სამეცნიერო-სასწავლო მიმართულებით თანამშრომლობა მემორანდუმის ფარგლებში განვახორციელოთ. ისრაელის სოფლის მეურნეობის კვლევით ორგანიზაციის, Volcani ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სწორედ ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ. ეს იქნება ერთობლივი კვლევები და სასწავლო პროექტები ვეტერინარიის, ფიტოსანიტარიისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებებით. ჩვენ ასევე ვგეგმავთ თანამშრომლობას იმერეთის რეგიონში სასათბურე კლასტერის განვითარების კუთხით, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების მოწოდებით ისრაელის სხვადასხვა მსხვილი კომპანია მიიღებს მონაწილეობას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების პროგრამის „მაშავი“ ხელმძღვანელის მოადგილესთან,იუვალ ფუქსთან გამართეს.
შეხვედრაზეიუვალ ფუქსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „მაშავს“ გამორჩეულად წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს და სწორედ ამიტომ, სამომავლო პროექტების განხორციელება „მაშავს“ უშუალოდ სამინისტროსთან ერთად აქვს გათვალისწინებული.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები იქნება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და სასწავლო პროგრამებიფერმერებისთვის.
„სულ რამოდენიმე თვის წინ ისრაელის სახელმწიფოში შედგა საქართველოს პრემიერ- მინისტრის ოფიციალური ვიზიტი. ამ ვიზიტის დროს ორი ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლებმა განიხილეს თანამშრომლობის მთელი რიგი საკითხები და სამომავლო გეგმები დასახეს. რა თქმა უნდა ამ ჩამონათვალში მოხვდა თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის დარგში. აღნიშნული გეგმის ფარგლებში ისრაელში ნაყოფიერად მიმდინარეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის და წარმომადგენლობითი დელეგეციის ვიზიტი. ვფიქრობ, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი სოფლის მეურნეობის დარგში ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითრებაში“, - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში, პაატა კალანდაძემ.
ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში პაატა კალანდაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მამუკა კვარაცხელია, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა