ოპოზიციონერი ვიცე–სპიკერი, ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ წევრი ლევან ვეფხვაძე დეპუტატებს ურჩევს პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილებებზე არჩევნების შემდეგ იმსჯელონ.
ამის შესახებ ვეფხვაძემ დღეს, პარლამენტის ბოლო რიგგარეშე სხდომაზე, პრემიერ-მინისტრისთვის უფლებების დელეგირებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.
მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა მიიღოს პარლამენტმა კანონი, რომელიც რამდენიმე თვეში კვლავ შესაცვლელი გახდება.
„ეს კანონი მონოპარტიულ მთავრობაზეა მორგებული, მაგრამ არჩვენები ჩასატარებელია და დარწმუნებული ვარ, საქართველოში არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა იქნება, შესაბამისად, კანონი ისევ შესაცვლელი გახდება“ – განაცხადა ვეფხვაძემ და უმრავლესობას მოუწოდა, კანონპროექტის განხილვა არჩვენების ჩატარებამდე გადაედოთ.
ამასთან, დეპუტატისთვის მიუღებელია გადაწყვეტილება, როცა მინისტრი ახდენს ისეთი უფლებამოსილების განხორციელების დელეგირებას, როგორიცაა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების და ბრძანების გამოცემა.

















