logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის ერთობლივ განცხადებას მოეწერა ხელი
საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის ერთობლივ განცხადებას მოეწერა ხელი
11:03 21.11.2017
საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის დღეს თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოეწერა ხელი.
განცხადებას ხელს ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ მიასნიკოვიჩი და ეროვნული კრების წარმომადგენლეთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკო აწერენ.

დოკუმენტში სხვადასხვა სფეროში ბელარუსულ-ქართული ურთიერთქმედების გაღრმავებაზე, აქტიურ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობასა და საპარლამენტო საქმიანობის გამოცდილების გაზიარებაზე, ერთობლივი ღონისძიებების გამართვაზე, რეგიონთაშორისო ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებასა და საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატებში კავშირების განმტკიცებაზეა საუბარი.
შეთანხმებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეები ყოველმხრივ შეუწყობენ ხელს საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის ეროვნულ კრებაში შექმნილი მეგობრობის ჯგუფების მუშაობას, ასევე, მხარეები მხარს დაუჭერენ მთავრობებს ორმხრივი თანამშრომლობის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხებში.
განცხადების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრება თანხმდებიან, რომ ხელს შეუწყობენ აპარატის თანამშრომლებს შორის პირდაპირ კონტაქტებს საკანონმდებლო ორგანოთა საქმიანობის უზრუნველყოფის სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით.
ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დოკუმენტი საქართველოსა და ბელარუსს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის დინამიურ განვითარებაზე მეტყველებს.
„შეთანხმების მთავარი საკითხებია თანამშრომლობა საქართველოს და ბელარუსის პარლამენტებს შორის, რომელიც მრავალმხრივ ურთიერთობას ითვალისწინებს, ასევე, თანამშრომლობას კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის, თანამშრომლობა ეკონომიკური, ადამიანური რესურსების გაცვლის მიმართულებით“,- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ მიასნიკოვიჩი და ეროვნული კრების წარმომადგენლეთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკო საქართველოში მოიწვია.

მიხაილ მიასნიკოვიჩის თქმით, ერთობლივი განცხადება ქართულ-ბელარუსული თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
„შევთანხმდით, რომ ჩვენი შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს. , დაინტერესებულები ვართ, რომ გავაფართოვოთ ჰუმანიტარული კონტაქტები, ახალგაზრდებს შორის კავშირები, სამეცნიერო-ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო კონტაქტები. პარლამენტარები შექმნიან აუცილებელ, კომფორტულ პირობებს რათა ყველაფერი, რაზეც შევთანხმდით, განხორციელდეს“,- განაცხადა ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარემ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა