logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა
09:54 21.11.2017
საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ბ-ნი დავით დონდუა.

მხარეებმა განიხილეს მომდევნო რაუნდის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს, კერძოდ, სოხუმში რუსეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლობის გახსნას და 2018 წლის პირველი იანვრიდან ახალგორში ე.წ. საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნის გადაწყვეტილებას.

საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, საფუძვლიანად იქნა განხილული წინა რაუნდის შემდგომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, საოკუპაციო ხაზის გამაგრება მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, უკანონო დაკავებები და გატაცებები, აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ნეგატიურ შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, კერძო საკუთრებაზე წვდომისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა.

აქცენტი გაკეთდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებზე, რომლებიც გალში მცხოვრებ ქართველობას აიძულებს უცხოელებად დარეგისტრირებას და საკუთარი იდენტობის შეცვლას. ყურადღება გამახვილდა ასევე ახალგორის ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე, გალის რაიონის კვალდაკვალ.

განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა სოფელ ერედვში დევნილი ქართველი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურების საკითხი, როგორც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული კვალის გაქრობის მიზანმიმართული მცდელობა და ეთნიკური წმენდის გაგრძელება.

აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობა ხელს უწყობს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას. დავით დონდუამ თანათავმჯდომარეებს მოუწოდა, რაუნდის დროს სათანადო შეფასება მისცენ განვითარებულ მოვლენებს და ძალისხმევა არ დაიშურონ ადგილზე ვითარების გამოსწორებისთვის.

კვლავ გაესვა ხაზი გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების საკითხის მნიშვნელობას.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისა და შესრულების მნიშვნელობაზე, რაც გარანტირებული უნდა იქნას ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებით.

აქცენტი გაკეთდა ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხზე საგნობრივი მოლაპარაკებებისა და პროგრესის აუცილებლობაზე.

ჟენევის მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი 2017 წლის 12-13 დეკემბერს გაიმართება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა