რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის რაშიდ ნურგალიევისა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ტატიანა გოლიკოვას ხელმაძღვანელობით, მოსკოვიდან ცხინვალში სამუშაო ვიზიტით დელეგაცია ჩავიდა, იუწყება „ოსინფორმი“.
მოსკოვის დელეგაციის ვიზიტის ოფიციალური მიზანი ცხინვალსა და მთლიანად რეგიონში სოციალური და ინფრასტრუქტურული ობიექტების დათვალიერებაა.
ექსპერტების განცხადებით, ამ ვიზიტს არაოფიციალური მიზნებიც აქვს.
დე-ფაქტო პრეზიდენტთან ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრაზე გოლიკოვამ მას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაფინანსების სქემის შეცვლის თაობაზე აცნობა და განაცხადა, რომ ამიერიდან დახმარება უწყებათაშორისი კომისიის საშუალებით განხორციელდება, რომელშიც შევიდნენ ყველა იმ საკვანძო სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებიც ცხინვალთან თანამშრომლობდნენ.
გოლიკოვას თქმით, კომისიის ყველა გადაწყვეტილება, რომელიც უსაფრთხოებას და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას შეეხება მასთან და ნურგალიევთან შეთანხმდება.
მისივე თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში კოორდინირებული მუშაობის უწყებათაშორისი კომისიის შექმნის საკითხს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.

















