logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მრგვალი მაგიდა - დისკუსია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან გაიმართა
მრგვალი მაგიდა - დისკუსია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან გაიმართა
09:52 21.11.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა - დისკუსია ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. მრგვალი მაგიდის მიზანი გახლდათ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ინფორმირება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ, რათა ხელი შეეწყოს მათ კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობას სამშვიდობო პროცესებში. დისკუსიას მოდერირებას უწევდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით დონდუა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის პირველი ნაწილი დაეთმო თანათავმჯდომარეთა გამოსვლებს, რომლის დროსაც განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის დინამიკა, არსებული გამოწვევები და დღის წესრიგის საკითხებზე პროგრესის მიღწევის პერსპექტივები. სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის ახლადდანიშნულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა, ისაუბრა თავის სამომავლო გეგმებზე თანათავმჯდომარის რანგში. ბატონმა ანტი ტურუნენმა შეაჯამა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენლის თანამდებობაზე საქმიანობის ხანგრძლივი - შვიდი წელი და ქართულ საზოგადოებას გაუზიარა თავისი მოსაზრებები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხზე. ბატონმა გიუნტერ ბეხლერმა კი დამსწრე აუდიტორიას გაუზიარა თავისი შეფასებები ეუთოს ავსტრიის თავმჯდომარეობის მიერ ჟენევის მოლაპარაკებებში და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში შეტანილი წვლილის თაობაზე.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის დროსაც განხილვის საგანს წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობა. ყურადღება გამახვილდა რუსეთის პოლიტიკაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ანექსიის მიმართულებით, აგრეთვე იმ პროვოკაციულ ნაბიჯებზე, რომლებსაც ყოველდღიურად აქვს ადგილი საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების შექმნისა თუ უკანონო დაკავებების სახით. სამოქალაქო საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობასა და როლს სამშვიდობო პროცესის წარმატების მიზნით.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანათავმჯდომარეებთან ღია დიალოგის შესაძლებლობისთვის და გამოთქვეს სურვილი მსგავსი შეხვედრების გაგრძელებაზე.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა