logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოსა და სერბეთის ვიცე-პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს
საქართველოსა და სერბეთის ვიცე-პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს
09:47 21.11.2017
საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა საქართველოში ვიზიტით მყოფ სერბეთის ვიცე-პრემიერთან, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრთან, რასიმ ლაიაჩთან და საჯარო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრთან, ბრანკო რუზიჩთან.

შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ურთიერთპატივისცემა და ხაზი გაუსვეს ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.

ორივე ქვეყნის ვიცე-პრემიერი მიესალმა ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და სერბეთს შორის „სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების“ ხელმოწერას, რაც ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას, მათ შორის ბიზნეს წრეებს შორის კავშირების ინტენსიფიკაციას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალზე. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, როგორც სატრანზიტო, ასევე ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით.

მიხეილ ჯანელიძე მიესალმა ახლო მომავალში „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების გაფორმებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სერბულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებაზე საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის სფეროში და აღნიშნა ამ მიმართულებით ქართული მხარის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო გამოცდილების გაზიარებას „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სფეროში. აღინიშნა, რომ ამ მიმართულების თანამშრომლობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სერბეთის საჯარო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის“ გაფორმება.

გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული ვიზიტი და ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა