თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, მას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გახარჯული
დახვდა.
როგორც მეჭიაური განმარტავს, თანხის დიდი ნაწილი ზაქარია ქუცნაშვილის ანგარიშზე იყო გადარიცხული.
„მთლიანად ბიუჯეტის შესწავლა ვერ მოვასწარი, რადგან 5 დღეა, რაც უფლებამოსილების შესრულებას შევუდექი. აქ ძირითადად რაც ვნახე არის, რომ გვაკითხავენ სოციალური დახმარებებისთვის და სახსრები მთლიანად ათვისებულია. კულტურული ღონისძიებებისთვისი მიზერია დარჩენილი. წარმომადგენლობითი ხარჯებიც ასევე გახარჯულია. მთლიანად გახარჯულია წინამორბედების მიერ და ხშირ შემთხვევაში უაზროდ, თუმცა უფრო აზრიანად- ხარჯების 70% გადარიცხულია ზაქარია ქუცნაშვილის კერძო დუქანზე“-განაცხადა მეჭიაურმა.

















