საქართველოს საელჩომ უკრაინაში, მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, უკრაინიდან საქართველოს რვა მოქალაქის
სამშობლოში იძულების წესით დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საელჩო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ყველა სხვა პროფილურ უწყებასთან ამ თემასთან დაკავშირებით კავშირს აგრძელებს.
„საქართველოს საელჩომ უკრაინაში, მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, უკრაინიდან საქართველოს რვა მოქალაქის სამშობლოში იძულების წესით დაბრუნების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებელი კომუნიკაცია დაამყარა და მოცემული მომენტისათვის აგრძელებს პერმანენტულ კავშირს, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ყველა სხვა პროფილურ უწყებასთან.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელებულიინფორმაციის თანახმად, ხსენებული მოქალაქეები, - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, იძულების წესით იქნენდაბრუნებულნი საქართველოში, - საქმიანობისათვის, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინისეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებს. აღნიშნულით ხსნისუკრაინული მხარე დაბრუნებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებ დეტალიზაციას.
საელჩო აგრძელებს უკრაინულ მხარესთან ინტენსიურ კომუნიკაციას და მოელის, რომსაქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების პროცესში, მაქსიმალურად იქნებადაცული ყველა სამართლებრივი ნორმა და საქართველოს მოქალაქეების უფლებები“- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები ბორნით ფოთში შემოვიდნენ.

















