logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: მიუხედავად დაბრკოლებებისა, ჩვენ ვაგრძელებთ გზას ევროპისკენ - თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
მიხეილ ჯანელიძე: მიუხედავად დაბრკოლებებისა, ჩვენ ვაგრძელებთ გზას ევროპისკენ - თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
15:49 18.11.2017
სლოვაკეთის ხავერდოვანი რევოლუციის 28-ე წლისთის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოში სლოვაკეთის ელჩმა რუდოლფ მიხალკამ.
მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოსა და სლოვაკეთის ურთიერთობებზე საუბრისას, ამ ორ ქვეყანას შორის პარალელები გაავლო და აღნიშნა, რომ „მიუხედავად სირთულეებისა, სლოვაკეთმა მტკიცედ განაგრძო გზა ევროპისკენ და თავისუფლებისკენ და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, მშვიდობიანი გზით, მიაღწია სლოვაკი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს. ეს ჩვენ გვაძლევს მოტივაციას, მიუხედავად სირთულეებისა, გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ, რომელიც არის თავისუფლების, სწორი ფასეულობების და დემოკრატიის გზა. ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა გააკეთა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და მიუხედავად გარკვეული დაბრკოლებებისა უკვე მიაღწია ხელშესახებ წარმატებას ამ გზაზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო დღეს ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა, რაც გულისხმობს ასოცირებას დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან, სტაბილურობასთან და მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ სახელმწიფოსთან“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ
მინისტრმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური, კულტურული, ხალხთაშორისი და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა და აღნიშა, რომ მხარეები აქტიურად მუშაობენ ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე.
აღსანიშნავია, რომ მიღებაზე, ხელი მოეწერა ოფიციალურ შეთანხმებას კომპანია "ჯორჯიან ეარვეის" და ბრატისლავას აეროპორტის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებას.

სლოვაკეთის ელჩმა საქართველოში, ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, განსაკუთრებული ჯილდო გადასცა სლოვაკეთის საპატიო კონსულს საქართველოში, ბესარიონ ქვარცხავას.

ხელოვნების სასახლეში გამართულ ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, კულტურისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა