logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: არსად დედამიწაზე, არცერთი კონსტიტუცია არ ყოფილა მიღებული აბსოლუტური კონსენსუსით
სალომე ზურაბიშვილი: არსად დედამიწაზე, არცერთი კონსტიტუცია არ ყოფილა მიღებული აბსოლუტური კონსენსუსით
15:31 18.11.2017
სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა, რომ მთლიანობაში მიღებულია ძალიან საინტერესო კონსტიტუცია. მთავარი, რისთვისაც შეგეძლო ამ ტექსტზე თანხმობა მიგეცა არის ძირითადი ნორმები - ადამიანის უფლებები იყოს დაცული და მთლიანობაში კონსტიტუცია მიდიოდეს უფრო დემოკრატიული სისტემისკენ: „აბსოლუტური კონსენსუსი არ არსებობს არსად დედამიწაზე და არცერთი კონსტიტუცია არ ყოფილა მიღებული აბსოლუტური კონსენსუსით“.
„მე, ამ შემთხვევაში, როგორც მონაწილე ამ სამუშაოების და როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, შემიძლია ვთქვა, რომ არის ნაწილები ამ კონსტიტუციის, რომლებსაც არ ვეთანხმები, რომლებიც ჩემი გემოვნებით შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო, მაგრამ ჯამში არსებობს ის ცვლილებები, ის ნორმები, რომლებიც დადებითად იცვლება და რომლებიც განსაზღვრავს იმას - შენ როგორც პიროვნება, როგორც დეპუტატი - ეთანხმები თუ არ ეთანხმები ამ ახალი კონსტიტუციის ვერსიას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გამომსვლელმა, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით, მათთვის მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. კერძოდ, 32-ე მუხლის ახალი რედაქციის თანახმად, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა აღარ შეუწყდებათ. მისივე თქმით, ეს მით უფრო მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა ამა წლის სექტემბრიდან, საკუთარი ნებით, გაამკაცრა პირობები, რითაც ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეობას იბრუნებდნენ.
„პირობები პრეზიდენტმა ძალიან სერიოზულად გაამკაცრა. სტატისტიკური მონაცემები ვნახე და ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად სამიდან ორ რეკომენდაციაზე, რაც სახელმწიფო სერვისებიდან მიდის, უარი არის ნათქვამი. ამ პირობებში შეთავაზება არის ასეთი, რომ გარდამავალ ცვლილებებში, რომელიც ამ ახალი ცვლილებების კანონში იქნება მიღებული, დამატებითი ერთი გარდამავალი ნორმა იყოს შეტანილი, რომელიც ითვალისწინებს, რომ 32-ე მუხლი ძალაში შევიდეს ამ ცვლილებების გამოქვეყნებისთანავე. ვფიქრობ, ეს პასუხობს იმ წუხილს და იმ თხოვნას, რომელიც უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისგან მოდის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა