logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზურაბ პატარაძე თურქეთში ვიზიტს განაგრძობს
ზურაბ პატარაძე თურქეთში ვიზიტს განაგრძობს
16:21 17.11.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. აჭარის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები უკვე გამართეს ართვინისა და რიზეს რეგიონების გუბერნატორებთან და მერებთან, ასევე სავაჭრო-სამრეწველო პალატების და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან.

დღეს ზურაბ პატარაძე ტრაპიზონის გუბერნატორს იუჯელ იავუზს და ტრაპიზონის მერს ორჰან ფევზი გუმრუქჩუოღლუს შეხვდა.

ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ტრაპიზონის გუბერნატორს იუჯელ იავუზის და მის მოადგილეს 16 ივლისს ქ. გირესუნთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლის წევრებისთვის გაწეული დახმარებისათვის.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის საკრუიზო პოტენციალზე და აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება შავი ზღვისპირა ქალაქებზე ერთიანი საკრუიზო მარშრუტის შემოღება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი რეგიონისა და ორ ქვეყნის ტურიზმის განვითარებას.

როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურში განმარტავენ, აჭარის დელეგაციის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მიზანს საქართველოსა და თურქეთის მეზობელ რეგიონებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება წარმოა.

ბათუმსა და ტრაპიზონს შორის დამეგობრებას ხელი 2000 წელს მოეწერა. მას შემდეგ ორ რეგიონსა და ორ ქალაქს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობა მიმდინარეობს. შეხვედრებზე საუბარი შეეხო აჭარისა რეგიონსა და ტრაპიზონის გუბერნიას შორის ერთობლივი პროექტების განხორციელებას ტურიზმისა და ეკონომიკის, ასევე კულტურულ-ჰუმანიტარულ და საგანმამათლებლო სფეროებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა