იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის კრიტიკას უჩა ნანუაშვილის მიმართ, ჯანდაცვის
მინისტრი დავით სერგეენკოც იზიარებს.
როგორც ის აღნიშნავს, არავის აქვს უფლება საკუთარი მოსაზრება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მაღლა დააყენოს.
„იუსტიციის მინისტრმა გააკეთა მკაფიო და ძალიან ნათელი განცხადება, რომ არავის აქვს უფლება, მათ შორის სახალხო დამცველს, რომ ეჭვი შეიტანოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში, გააკრიტიკოს და მისი მოსაზრება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უფრო მაღლა დააყენოს. ეს უბრალოდ მიუღებელია და მე ჩემს კოლეგას ვუერთდები,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, ციანიდის საქმეზე უჩა ნანუაშვილმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ საქმეზე მართლმსაჯულება ვერ განხორციელდა, რაზეც თეა წულუკიანმა კი ის გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ნანუაშვილი საქართველოს პირველი უსამართლო ომბუდსმენია.

















