ოპოზიციის კრიტიკა ნუგზარ ჭონქაძესთან დაკავშირებით თბილისის მერისთვის გაუგებარია.
როგორც კალაძე აღნიშნავს, ის პროფესიონალია და თუ მისი კანდიდატურა ვინმეს არ მოსწონს, მათი ნებაა.
„გაუგებარია ოპოზიციის ბრალდებები ნუგზართან დაკავშირებით . ის არის უპატიოსნესი ადამიანი, რაც მთავარია, სუფთა წარსულით. არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი და არის პროფესიონალი. თუ მათ არ მოსწონთ გარკვეული ორიენტაციის ადამიანები, მათი ნებაა. დღე საქართველოში ყველას აქვს უფლება საკუთარი მოსაზრება გამოთქვას“-განცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ნუგზარ ჭონქაძე მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კახა კალაძემ გუშინ წარადგინა. აღნიშნული კი დღეს საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, ჭონქაძე ზონდერია და ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით გამოირჩევა.

















