ე.წ. საზღვართან დაკავშირებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის
განცხადებას ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი გამოეხმაურა.
ელჩის განცხადებით, ე.წ. საზღვარი არ არის საერთაშორისოდ აღიარებული და შესაბამისად, ბარიერების აღმართვის ქმედება არაკანონიერია.
„ჩვენ არ ვცნობთ იმ საზღვრებს, რომელზეც ბატონი ბიბილოვი საუბრობს. ეს არ არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი. შესაბამისად, ხალხთა შორის ხელოვნური ბარიერების აღმართვა არის არალეგიტიმური და არაკანონიერი ქმედება“-განაცხადა კელიმ.
ცნობისთვის, ბიბილოვის განცხადებით, ოსურმა მხარემ ე.წ. საზღვრის კეთილმოწყობაზე უნდა იზრუნოს და შესაბამისი საინჟინრო სამუშაოები უნდა ჩაატაროს. მისივე თქმით, ყველას აქვს უფლება საკუთარი ტერიტორიები დაიცვას და აღჭურვოს საზღვრები საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით.

















