ბელარუსის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გაიმართა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით კოტარიას შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა აქტიურ დონეზე განვითარებული ორმხირივი თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ სფეროებში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა 2018 წლის მარტში განახორციელოს ვიზიტი საქართველოში.

















