ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ოსურმა მხარემ ე.წ.
საზღვრის კეთილმოწყობაზე უნდა იზრუნოს და შესაბამისი საინჟინრო სამუშაოები უნდა ჩაატაროს.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ რუსეთში გამართულ შეხვედრაზეც იყო საუბარი.
„რუსეთში გამართულ შეხვედრებზე სახელმწიფო საზღვრის საკითხებიც განვიხილეთ. მე აღვნიშნე, რომ სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების სრული დაცვისთვის მის კეთილმოწყობაზე უნდა ვიზრუნოთ და შესაბამისი საინჟინრო სამუშაოები უნდა ჩავატაროთ. მე მესმის, რომ მსგავსი ნაბიჯები საქართველოს მხრიდან წინააღმდეგობას გამოიწვევს. თუმცა, ამაში საქართველოსთვის ვერაფერს საგანგაშოს ვერ ვხედავ. ყველას აქვს უფლება საკუთარი ტერიტორიები დაიცვას და აღჭურვოს საზღვრები საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით," - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

















