რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოსთან
ახლოს სამხედრო კონფლიქტების მიმდინარეობის გზით რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების შეღწევის მცდელობები გამოვლინდა.
ამის შესახებ კარასინიმ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენეთან, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში შეხვედრის შემდეგ რუსულ მედიასთან განაცხადა.
„საქართველოსთან ახლოს სამხედრო კონფლიქტები მიმდინარეობს, დაფიქსირებულია ამ გზით რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების შეღწევის მცდელობები. ამიტომ, მოცემული სიტუაცია სერიოზული განხილვის და ექსპერტების ანალიზის საგანს წარმოადგენს“ - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
კარასინი-აბაშიძის შეხვედრა პრაღაში გუშინ შედგა.

















