logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 კანადაში კოტე აფხაზის შვილის, ნიკოლოზ აფხაზის მეუღლის საპატივცემულოდ ვარდის ახალი სახეობა „თავადის ქალი აფხაზი“ გამოიყვანეს
კანადაში კოტე აფხაზის შვილის, ნიკოლოზ აფხაზის მეუღლის საპატივცემულოდ ვარდის ახალი სახეობა „თავადის ქალი აფხაზი“ გამოიყვანეს
09:49 17.11.2017
კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის დედაქალაქ ვიქტორიაში დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, კოტე აფხაზის შვილის - ნიკოლოზ აფხაზის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გამართა.

კანადაში საქართველოს საელჩომ აფხაზების ოჯახისადმი მიძღვნილი ღონისძიება აფხაზების საცხოვრებელ სახლში გამართა, რომელიც ვიქტორიაში „აფხაზების ბაღად“ არის ცნობილია. საქართველოს ელჩმა და ბაღის ამჟამინდელმა მფლობელმა კანადური ორგანიზაციის დირექტორმა ქესი არმსტრონგმა საზეიმოდ გახსნეს ბაღში შესასვლელი ახალი ჭიშკარი. გაიმართა მიღება ქართული ღვინითა და კერძებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეულ ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ბაღის შენარჩუნებისა და გადარჩენისთვის, გააცნო საქართველოსა და აფხაზების ოჯახის ისტორია, წარუდგინა მათი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა, რომელიც საელჩომ საქართველოს ეროვნულმა არქივის დახმარებით მოიძია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი პირველად ეწვია“აფხაზების ბაღს“. ბაღის მფლობელი ორგანიზაციის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელმა საქართველოს ელჩს საჩუქრად გადასცა ბაღში გამოყვანილი ვარდის ახალი სახეობა, რომელსაც ნიკოლოზ აფხაზის მეუღლის საპატივცემულოდ „თავადის ქალი აფხაზი“ ჰქვია.ფიონა ჰისლოუმ, რომელიც პირადად იცნობდა ნიკოლოზ აფხაზს, ელჩს გადასცა აფხაზების ოჯახთან დაკავშირებული რამდენიმე წერილი და ფოტო მასალა, რომელიც ბოლოორი ათეული წელია მასთან ინახებოდა.

აღსანიშნავია, რომ 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ნიკოლოზ აფხაზი დედასთან ელენე იოსელიანთან ერთად იძულებული იყო საქართველო დაეტოვებინა და პარიზს გახიზნულიყო. კოტე აფხაზი საქართველოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. 1923 წელს ბოლშევიკებმა კოტე აფხაზი დახვრიტეს, მისი ოჯახი საფრანგეთში მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ნიკოლოზ აფხაზი საფრანგეთის არმიაში მსახურობდა, იგი ტყვედ ჩავარდადა რამდენიმე წელი გერმანულ ბანაკებში გაატარა. ომის შემდეგ ნიკოლოზ აფხაზი კანადაში გაემგზავრა, სადაც თავის ძველ ნაცნობზე, ბრიტანელ მარჯორი „პეგი“ პემბერტონ-კარტერზე იქორწინა. წყვილი ბრიტანეთის კოლუმბიის ქალაქ ვიქტორიაში დასახლდა და იქორწინა. მან მიწის ნაკვეთი შეიძინა და ულამაზესი ბოტანიკური ბაღი გააშენა, რომელიც „აფხაზების ბაღად“ არის ცნობილი. ნიკოლოზისა და მისი მიეღლის გარდაცვალების შემდეგ, 2000 წელს ბაღის ადგილზე საცხოვრებელი სახლების აშენება დააპირეს, თუმცა, ვიქტორიას მოსახლეობამ ბაღის გადარჩენა გადაწყვიტა და შეგროვებული სახსრებით ბაღი გამოისყიდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა