logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბალტიის ასამბლეამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა
ბალტიის ასამბლეამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა
09:31 17.11.2017
ესტონეთში გამართული ბალტიის ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ასამბლეის წევრები მხარს უჭერენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებსა და არჩევანს და მზად არიან თანმიმდევრულად გაუწიონ მხარდაჭერა პარტნიორ ქვეყნებს. ამ კონტექსტში, ასამბლეის წევრებმა ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის საკანონმდებლო ორგანოებს, მთავრობებს და ასევე ბალტიის საბჭოს მინისტრებს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებზე რეკომენდაციით მიმართეს. კერძოდ, რეზოლუციაში ასამბლეა მოუწოდებს ბალტიის ქვეყნების მთავრობებს აქტიურად დაეხმარონ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს რეფორმირების პროცესსა და სახელმწიფოებრივი თუ საზოგადოებრივი მედეგობის გაძლიერების კუთხით; გააძლიერონ ევროკავშირისა და აშშ-ს თანამშრომლობა და კოორდინაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით და ასევე განაგრძონ სუამის წვევრი ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა.

ბალტიის ასამბლეა, ასევე მოუწოდებს ბალტიის ქვეყნების მთავრობებს გაითვალისწინონ და მტკიცედ დაუჭირონ მხარი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით ასამბლეის 2017 წლის 10 ოქტომბრის მიმართვაში გაწეულ რეკომენდაციებს, სადაც დადასტურებულია მტკიცე მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის მიმართ, აღნიშნულია დიფერენცირებული მიდგომების აუცილებლობა, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის კონსოლიდაციისა და გაძლიერების აუცილებლობა. დოკუმენტში ასევე საუბარია რუსეთის ფედერაციის ზეწოლის შემცირების მიზნით ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებაზე და ხაზგასმულია აღმოსავლეთ პარტნიორების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა.

ბალტიის ასამბლეის პარალელურად, ესტონეთში გაიმართა ბალტიის საბჭოს მორიგი შეხვედრა, რომლის ერთობლივ განცხადებაში ასევე ხაზგასმულია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის დიდი წარმატება ინსტიტუციონალური რეფორმების, კარგი მმართველობის, ეკონომიკური შესაძლებლობების განხორციელების კუთხით:. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ „რუსეთის მიერ კვლავ ოკუპირებულია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთი რეგიონები. ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციისა და მცოცავი ანექსიის პროცესი გრძელდება. აღნიშნულ კონტექსტში, საბჭო რუსეთს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემისკენ მოვუწოდებს

ბალტიის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მიერ გატარებული რეფორმები კონკრეტულ სარგებელს მოუტანს ამ ქვეყნების მოქალაქეებს.

მთავრობათაშორისი, რეგიონული ორგანიზაციები ბალტიის ასამბლეა და ბალტიის საბჭო ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის სახელმწიფოებს აერთიანებენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა