logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 პრემიერი ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს შეხვდა
პრემიერი ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს შეხვდა
16:37 16.11.2017
საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსიმ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბელარუსის რესპუბლიკას ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში გაწეული სწრაფი და მნიშვნელოვანი დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობას და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობას.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში მზარდი დინამიკა არსებობს. მივესალმები ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის დღეების ჩატარებას საქართველოში. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ უდიდესი დახმარებისთვის, რომელიც ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში გაგვიწიეთ. თქვენმა ეკიპაჟმა მაღალი პროფესიონალიზმით შეასრულა ძალიან მნიშვნელოვანი მისია ბორჯომის ხეობაში და ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ. მინდა დავუდასტურო ჩემი პატივისცემა პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის. ასევე მინდა, მოვიკითხო ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში შედგება ჩვენი შეხვედრა, რომელზეც ძალიან მნიშვნელოვანს საკითხებს განვიხილავთ. მინდა, მთელი მთავრობის სახელით დაგარწმუნოთ, რომ ორმხრივი ურთიერთობები მოძმე ქვეყანასთან, ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მივესალმებით მზარდ დინამიკას. ეს წელი 100 მილიონი დოლარის ოდენობის სავაჭრო ბრუნვით დავასრულეთ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმისკენ, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზარდოს და არსებული პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს გულთბილი მიღებისა და შეხვედრების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველო ჩვენთვის მოძმე ქვეყანაა, რომელთანაც ყოველთვის ვმუშაობდით, ვმუშაობთ და მომავალშიც განვაგრძობთ მუშაობას, რათა ჩვენი ხალხების ცხოვრება გაუმჯობესდეს. ვულოცავ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც განახლებულ, რეფორმირებულ მთავრობაში დაიკავეს პოზიციები. ჩვენ განსაკუთრებით მოხარულნი ვართ, რომ ეს პოზიციები დაიკავეს იმ ადამიანებმა, ვისთანაც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება გვაკავშირებს. ისინი არიან მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც იციან თავიანთი საქმე და დიდ სარგებელს მოუტანენ ქართველ ხალხს. წელს ტვირთბრუნვამ 100 მილიონი დოლარი შეადგინა და ჩვენი ამოცანაა მომავალ წელს 200 მილიონი დოლარი იყოს. ეს შესაძლებელია და ჩვენ ამას მივაღწევთ. ეს გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს და დამატებით შემოსავალს ჩვენი ხალხებისთვის”, - განაცხადა მიხაილ რუსიმ.

შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე დაესწრნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა