სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში იაპონიის ელჩთან,
ტადაჰარუ უეჰარასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. შეხვედრისას საუბარი შეეხო როგორც მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს, ასევე სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების პერსპექტივებს.

















