logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: ბრაზილიისა და საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს შეიცავს
მიხეილ ჯანელიძე: ბრაზილიისა და საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს შეიცავს
14:22 16.11.2017
„ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რომ იყოს მეტი ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსა და ბრაზილიას შორის, რაც უზრუნველყოფს მეტ სტაბილურ განვითარებასა და მშვიდობას. გვინდა შევქმნათ ის ჩარჩო, რომელიც ბიზნესს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ახალ პროექტების გასავითარებლად.“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ალოუსიო ნუნეს ფერეირასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ბრაზილიის საგარეოს საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას და ისაუბრა ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე პოლიტიკური და სექტორალური თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების მიმართულებით.

ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ მზარდ პოტენციალზე სავაჭრო ურთიერთობებისა და საინვესტიციო სფეროში. ასევე ისაუბრა, მომავალ წელს, ბრაზილიიდან დაგეგმილ სავაჭრო მისიის მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული მისია ახალ შესაძლებლობების იდენტიფიცირებას მოახდენს.

„ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით. პირველ რიგში, თქვენი ბაზრიდან გამომდინარე და მეორე, საქართველოს შესაბამისი სავაჭრო რეჟიმებით რეგიონში, იმ ინფრასტრუქტურული ინვესტიციებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ვუკავშირდებით რეგიონის და რეგიონის მიღმა ქვეყნებს. საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს ბიზნესის საკეთებლად რეგიონში. ამისთვის, ჩვენ ვახორციელებთ შესაბამის რეფორმებს და გვაქვს შესაბამისი საინვესტიციო გარემო და გვინდა ვიხილოთ უფრო მეტი ბრაზილიური კომპანიები საქართველოში.“ - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა განათლების სფეროში არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, რის მაგალითადაც მოიყვანა საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხული ბრაზილიელი სტუდენტები. მინისტრმა ისაუბრა ხალხთაშორისი კონტაქტების მნიშვნელობაზე და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ფიტო სანიტარია, სპორტი და კინემატოგრაფია.

„თქვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინეთ საქართველოს, მაშინ როდესაც ბრძანდებოდით საქართველოს-ბრაზილიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი. ეს მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ურთიერთობების გასაღრმავებლად, ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გასაძლიერებლად და განსამტკიცებლად. თქვენი ვიზიტი არის სწორედ ამ დიდი მეგობრული დამოკიდებულების გამოხატვა, რასაც ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ვაფასებთ.“ - განაცხადა მიხეილ ჯანლიძემ.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ალოუსიო ნუნეს ფერეირას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისათვის.

პრეს-კონფერენციის დაწყებამდე, მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას.

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში 15-16 ნოემბერს მიმდინარეობს. ალოუსიო ნუნეს ფერეირამ პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებს და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა