ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი იანოშ ჰერმანი საქართველოს მთავრობაში
განხორციელებულ ცვლილებებს აფასებს.
იანოშ ჰერმანი აქცენტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებაზე აკეთებს, რადგან მისი განმარტებით, სახელმწიფო მინისტრი კურირებდა ევროინტეგრაციის საკითხებს და მჭიდროდ თანამშრომლობდა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთანაც.
მისივე განცხადებით, შეხვედრა მოხდება იმ პერსონებთან, რომლებიც ახლა ევროინტეგრაციის საკითხებზე იქნებიან პასუხისმგებლები.
"გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. გვინდა მადლობა გადავუხადოთ მინისტრს და იმ ხალხს, რომლებიც ტოვებენ საკუთარ თანამდებობებს. ჩვენ კარგად ვთანამშრომლობდით მათთან და მოუთმენლად ველით ახლადდანიშნულ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობასაც. ეს არის სტრუქტურული ცვლილება, რომელიც ერთადერთი არ არის რომელიც განხორციელდა. ვიმედოვნებთ, რომ კონტაქტში შევალთ მთავრობასთან დაქვემდებარებულ სხვადასხვა სტრუქტურასთან, როგორ გავაგრძელოთ თანამშრომლობა ახალი გარემოებების გათვალისწინებით. სახელმწიფო მინისტრი კურირებდა ევროინტეგრაციის საკითხებს და ეს სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობდა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან. შევხვდებით იმ ხალხს, ვინც ახლა ევროინტეგრაციის საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი და ვნახავთ რა პირობები იქნება ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის,”-განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობაში ცვლილებები განხორციელდა და 18 სამინისტროს მაგივრად 14 დარჩა. გარდა ამისა, ზოგიერთ უწყებაში შეიცვალნენ მინისტრებიც.

















