logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი: მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის ანგარიში მოიცავს მკაფიო გზავნილებს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით
პრემიერი: მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის ანგარიში მოიცავს მკაფიო გზავნილებს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით
09:58 16.11.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ ანგარიშის მიღება საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების მიმართ კიდევ ერთი მხარდამჭერი გზავნილია.
მიისვე თქმით, ევროპარლამენტის ანგარიში მოიცავს მკაფიო გზავნილებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

„მივესალმებით ევროპარლამენტის დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ ანგარიშის მიღებას, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მოახლოვებული სამიტის წინ და ევროკავშირის კიდევ ერთი მხარდამჭერი გზავნილია საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების მიმართ. ევროპარლამენტარების რეკომენდაციებში ასახულია სრული მხარდაჭერა საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების მიმართ, როგორიცაა საქართველოს ევროპული მისწრაფებები და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში გრძელვადიანი მიზნების დასახვის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის ანგარიში მოიცავს მკაფიო გზავნილებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან, საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციასა და რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით და არის მოწოდება, რომ გაიზარდოს ევროკავშირის როლი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის მხრიდან ყურადღება მახვილდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პრაქტიკულ მხარდაჭერაზე, რაც გულისხმობს საინვესტიციო პროექტებისა და მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობას და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სასწავლო დაწესებულებებში სწავლის შესაძლებლობების გამარტივებას. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მეგობრებს ამ მხარდაჭერისთვის“- განაცხადა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა