ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არჩეული
გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აბდულაზიზ კამილოვს შეხვდა.
უზბეკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ზურაბ პოლოლიკაშვილს მიულოცა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში გენერალურ მდივნად არჩევა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას განხილულ იქნა ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. ზურაბ პოლოლიკაშვილმა აბდულაზიზ კამილოვს გააცნო ორგანიზაციაში საკუთარი საქმიანობის ხედვები და პრიორიტეტები.

















