მთავრობის კანცელარიას ნაცვლად კანცელარიის უფროსისა, პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კანონში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
ცვლილებები გუშინ ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე დარეგისტრირდა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტის მიღება მთავრობის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. მას დღევანდელ სესიაზე უყარიან კენჭს.
კანონპროექტის თანახმად, მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესიც იცვლება, ის მთავრობის რეგლამენტით განისაზღვრება.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის შეფასებით, კანონში ცვლილებების მიზანია, ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც მთავრობას სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მისცემს.

















