კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ვერ აკონკრეტებს, თუ რა თანხები
დაიზოგება სამინისტროებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად.
მისი განმარტებით, საკადრო ცვლილებები როგორც სპორტის ასევე კულტურის სამინისტროს შეეხება.
„თითოეულ ადამიანზე ფუნქციების გადანაწილების შემდეგ ჩვენ ვნახავთ როგორც რაოდენობრივად, ისე უწყებრივად სად რამდენი შტატი შეიძლება შემცირდეს. სულაც არ ვგულისხმობ, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ სპორტის სამინისტროს საშტატო განრიგზე აისახება ეს. ბუნებრივია, რომ თუ ერთიანი უწყების ლოგიკაში განვიხილავთ ამას მაშინ, ორივე საშტატო განრიგის თავიდან გადახედვა მოხდება. ვფიქრობ ერთი კვირის თავზე წესით მზად უნდა ვიყოთ, საბოლოო ხედვები ჩამოვაყალიბოთ ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

















