თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისის
საკრებულოს მაკონტროლებლის ფუნქცია დაკარგული არ აქვს.
აღნიშნულით მან ოპოზიციის იმ ბრალდების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საკრებულომ დაკარგა მაკონტროლებლის ფუნქცია და არ უწევს წინააღმდეგობას მერიას.
„მე ვერ ვხვდები რას გულისხმობენ ოპონენტები. ჩვენ ჩვენს ფუნქციას ყოველთვის ვასრულებდით. ის, რომ თბილისის მერია და საკრებულოს უმრავლესობა ვიყავით და დღესაც მერთან ერთად ვართ ერთი გუნდი, არ ნიშნავს ნოტარიუსობას. ჩვენ არაერთი კონსულტაციის, მსჯელობის შესაბამისად ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს. რადგან გადაწყვეტილებებს ვიღებთ ერთად, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მაკონტროლებელი ფუნქცია დაკარგული არ არის ნამდვილად“-განაცხადა ტყემალაძემ „ქრონასთან“ საუბრისას.

















