logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოში ვიზიტი არის თქვენი რეფორმების და მთლიანად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იდეის მხარდაჭერის მანიფესტაცია
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოში ვიზიტი არის თქვენი რეფორმების და მთლიანად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იდეის მხარდაჭერის მანიფესტაცია
16:24 14.11.2017
შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგოტ ვალსტრომის განცხადებით, პოლონეთისა და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ვიზიტი საქართველოს რეფორმების მხარდაჭერის მანიფესტაციაა.


ამის შესახებ მან პოლონელ კოლეგასთან ერთად თბილისში მიმდინარე ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„პოლონეთისა და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ვიზიტი არის საქართველოს რეფორმების და მთლიანად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იდეის მხარდაჭერის მანიფესტაცია“- განაცხადა ვალსტრომიმ.


სამი ქვეყნის - საქართველოს, შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. მარგო ვალსტრომმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ვიზიტს საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი და მკვეთრი გზავნილი უწოდა.
მან ისაუბრა საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლზე, როგორც რეგიონის მრავალფეროვან კულტურათა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებისთვის შესანიშნავ სივრცეზე, რაც თავის მხრივ რეგიონში სტაბილურობას და მშვიდობიან დიალოგს შეუწყობს ხელს.
„შვედეთი გააგრძელებს საქართველოს ევროპული მისწრაფების და ევროკავშირში უწყვეტი ინტეგრაციის ძალიან მტკიცე მხარდაჭერას. საქართველო, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრესული წევრი, სამაგალითოა რეგიონში დემოკრატიული რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. საქართველო უაღრესად წარმატებულია ამ მიმართულებებით, რაც აღიარებული იქნა ჩვენს ანგარიშებშიც, რომლებსაც ვახორციელებთ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის კუთხით ვითარების შეფასებისთვის. თქვენ ამ თვალსაზრისით დიდი გზა გაიარეთ და ძალიან კარგი მაჩვენებელი გაქვთ“-აღნიშნა შვედეთის სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მარგო ვალსტრომის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, არამარტო ევროკავშირის ანგარიშებში ჰპოვებს აღიარებას, არამედ ქვეყნის შიგნით, ქართველი ხალხიც გრძნობს ხელშესახებ შედეგებს. მან ამის ნათელ დასტურად საქართველოს მოსახლეობის ევროინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერაში დაასახელა. შვედეთის სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის აზრით მთავრობისა და ხალხის მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდანაც მეტი ჩართულობის წინაპირობას წარმოადგენს.
შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისმ იმართ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა