დედაქალაქის საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ტყემალაძის კანდიდატურას მხარი
დაუჭირეს.
დეპუტატებმა ასევე ტყემალაძის მოადგილეებს გამოუცხადეს ნდომა.
თავმჯდომარის მოადგილის პოსტებს გიორგი ახვლედიანი, დავით უჯმაჯურიძე და მარიკა დარჩია დაიკავებენ.
ტყემალაძეს მხარი 40-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ 1 წავიდა. გიორგი ტყემალაძეს ნდობა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გოკა გაბაშვილმა არ გამოუცხადა.
„ჩვენ ამ წლების განმავლობაში გადაწყვეტილებებს ყოველთვის ვიღებდით შინაარსობრივად და არა პოლიტიკური ნიშნით. მე ვიქნები გარანტი რომ ყველა პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე და ჩვენი თითოეულის ვალდებულებაა, ეს არაა მხოლოდ ჩემი ვალდებულება ან მხოლოდ უმრავლესობის ვალდებულება, მათ შორის ესაა ოპოზიციის ვალდებულება, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი თბილისელებისთვის და ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად ეფექტურები“ - განაცხადა ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს რიგით მეექვსე მოწვევის საკრებულოს სხდომა იმართება.

















