logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: ბრიუსელის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე EP-ის ინიციატორი ქვეყნების საგარეო მინისტრების ვიზიტი მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებაა
მიხეილ ჯანელიძე: ბრიუსელის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე EP-ის ინიციატორი ქვეყნების საგარეო მინისტრების ვიზიტი მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებაა
11:59 14.11.2017
„დარწმუნებული ვარ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იქნება წარმატებული საქართველოსთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისათვის და ევროკავშირისთვის. კიდევ ერთხელ დაფიქსირდება საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისწრაფებისადმი მხარდაჭერა და ასევე განისაზღვრება ის პრაქტიკული ნაბიჯები რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მოსახლეობას“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ვიტოლდ ვაშჩიკოვსისთან და მარგოტ ვალსტრომთან შეხვედრის შეფასებისას.

მიხელ ჯანელიძემ ბრიუსელის სამიტის წინ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ვიზიტი მათი მხრიდან მკაფიო მხარდაჭერად შეაფსა.

„ეს არის მკაფიო გამოხატულება იმ მხარდაჭერის, რაც გვაქვს პოლონეთისა და შვედეთის მხრიდან და უკავშირდება როგორც საქართველოს განვითარებას, ასევე მის ევროპულ ინტეგრაციას“ - განაცხადა ჯანელიძემ.
მან ხაზი გაუსვა ორმხრივ ფორმატებში პოლონეთთან და შვედეთთან თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების დახმარებამ მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს განვითარებას.

„ეს არის ფასდაუდებელი და ამ მხარდაჭერის შედეგებს ჩვენ ვხედავთ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია. დღეს საქართვლო არის ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზართან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით, რომლის იმპლემენტაციის შედეგად ევროკავშირი გახდა საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. დღეს შეგვიძლია უვიზოდ მოგზაურობა შენგენის ზონაში, დღეს ვართ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, დღეს საქართველო არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ეს აღიარებულია როგორც ევროკავშირის გლობალურ უსაფრთხოების დოკუმენტში, ასევე დასტურდება იმ შეფასებებით რაც გაკეთდა ევროკომისიის ანგარიში, სადაც მკაფიოდ არის გაცხადებული, რომ საქართველო გახლავთ ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი“ - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს ხვდება კარგ ფორმაში, ეს შეფასებულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის მხრიდან.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლონეთსა და შვედეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა