ახლდარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა. მან
დეპუტატებს თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გააცნო და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ჟვანიას შემდგომ დეპუტატებს უხუცესმა წევრმა ფრიდონ ინჯიამ მიმართა, რომელიც საკრებულოში ნაციონალური სამოსით წარსდგა.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების კანდიდატურებს დაამტკიცებენ.

















