სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოსა და უკრაინის საელჩოების ორგანიზებითა და „სლოვენიის
პანევროპული მოძრაობის“ მხარდაჭერით, გაიმართა მრგვალიმაგიდა თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა: ევროპული პერსპექტივა საქართევლოსა და უკრაინისთვის“.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მრგავლი მაგიდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სლოვენიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ბექაიამ, ასევე სლოვენიაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა და სლოვენიაში ევროპული კომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.
პანელის მონაწილეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოსა და უკრაინის ევროპულ პერსპექტივას, ასევე ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინის მიერ მიღწეულ წარმატებებზე ევროინტეგრაციის გზაზე.

















