საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ერაყის რესპუბლიკაში
მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოხატავს.
ამასთან დაკავშირებით უწყებამ განცხადება გაავრცელა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2017 წლის 13 ნოემბერს ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ერაყის რესპუბლიკაში მომხდარ მძლავრ მიწისძვრასთან დაკავშირებით, რომელმაც იმსხვერპლა მრავალი ადამიანის სიცოცხლე და გამოიწვია ნგრევა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაშავდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მძიმე წუთებში თანადგომას უცხადებს ირანელ და ერაყელ ხალხს, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა დამათ ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“- ნათქვამია განცხადებაში.

















