logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: ხალხმა მხარი დაუჭირა სიცოცხლით სავსე ქალაქს, რომელიც უბრალოდ საარჩევნო სლოგანი არ არის
კახა კალაძე: ხალხმა მხარი დაუჭირა სიცოცხლით სავსე ქალაქს, რომელიც უბრალოდ საარჩევნო სლოგანი არ არის
15:59 13.11.2017
თბილისის მერი კახა კალაძე გამოცხადებული ნდობისთვის საზოგადოებას მადლობას კიდევ ერთხელ უხდის. ამის შესახებ მან მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის. იყო ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის მერი - ეს ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელიც ძალიან კარგად მაქვს გააზრებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სიცოცხლით სავსე ქალაქი უბრალოდ საარჩევნო სლოგანი არ არის, ეს მისი და მისი გუნდის მიზანია.

„ხალხმა მხარი დაუჭირა სიცოცხლით სავსე ქალაქს და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არ არის უბრალოდ საარჩევნო სლოგანი. არამედ, ეს არის ჩემი და მთლიანად ჩემი გუნდის მიზანი - მიზანი, რომ შესაძლებლობებით, ზრუნვით, სილამაზითა და სიცოცხლით იყოს სავსე ჩვენი ქალაქის ყველა უბანი, ყველა ქუჩა და თითოეული ოჯახისთვის კომფორტული და სასურველი იყოს ამ ქალაქში ცხოვრება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, მასშტაბური პროგრამის აღსრულებას, საზოგადოების მხარდაჭერასთან ერთად, ენერგიული და ძლიერი გუნდი სჭირდება.

„მე წარმოვადგინე შვიდ ძირითად პოლიტიკაში ჩაშლილი საარჩევნო პროგრამა - ქალაქის განვითარების ხედვა. სწორედ პროგრამაში წარმოდგენილი ხედვები იქნება ჩვენი ძირითადი სამოქმედო გეგმა. ამ მასშტაბური პროგრამის აღსრულებას, თქვენს მხარდაჭერასთან ერთად, კომპეტენტური და ენერგული ადამიანებით დაკომპლექტებული, ძლიერი გუნდი სჭირდება“, - განაცხადა თბილისის მერმა და საზოგადოებას ვიცე-მერობისა და თბილისის მერის დანარჩენი მოადგილეობის კანდიდატები წარუდგინა. თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე იქნება, ხოლო მოადგილეების თანამდებობას მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი დაიკავებენ.

რაც შეეხება კახა კალაძის კიდევ ერთ მოადგილეს, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება, ილია ელოშვილი თბილისის მერიაში გადაინაცვლებს და მერის მოადგილის პოსტს დაიკავებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა