logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძემ საზოგადოებას თავისი მოადგილეების ბიოგრაფიები გააცნო
კახა კალაძემ საზოგადოებას თავისი მოადგილეების ბიოგრაფიები გააცნო
15:49 13.11.2017
თბილისის ახალმა მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თავისი მერობის კანდიდატები წარადგინდა და საზოგადოებას მათი მოკლე ბიოგრაფიები გააცნო.

კალაძემ ბრიფინგზე მისი მოადგილეების განათლების ხარისხსა და გამოცდილებაზე ისაუბრა.

„1.ირაკლი ხმალაძე - 2013-2017 წლებში იკავებდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას; 2008-2013 წლებში იყო ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ხოლო მანამდე, მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. იყო ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი და იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

2000-2005 წლებში, სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე, ხოლო 2015 წელს გავლილი აქვს CAC ფინანსური მენეჯმენტის კურსი.

2. მაია ბითაძე - 2014-2017 წლებში იკავებდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2011-2014 წლებში, იყო ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2012 წლიდან დღემდე, არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2015 წლიდან დღემდე - გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრის ბიუროს თავჯდომარე.

2007 წელს მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი - მაგისტრის ხარისხი.

3. გიგა ნიკოლეიშვილი - 2016 წლის თებერვლიდან აგვისტომდე, იკავებდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას, ხოლო 2016 წლის აგვისტოდან დღემდე, იყო თბილისის მერის ერთ-ერთი მოადგილე. 2008-2010 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, 2004-2006 წლებში კი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების სამმართველოს უფროსი.

დამთავრებული აქვს ლუიზიანას შტატის პოლიციის აკადემია, ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია და თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი. არის სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი და მინიჭებული აქვს მაიორის წოდება. 1999 წელს, დაჯილდოვებულია „მხედრული მამაცობისთვის“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით.

4. ილია ელოშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც 2012-2017 წლების განმავლობაში, გარკვეული ვადით, ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა. მანამდე კი, საქმიანობდა კერძო ბიზნესში, იყო ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ბიზნესის სპეციალობის დაუფლების შემდეგ, სწავლა განაგრძო უცხოეთში, მათ შორის, 2005 წელს დაეუფლა ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობას ჰოლანდიის პროფესიული განათლების უნივერსიტეტში. 2011 წელს კი, აშშ-ის სამხედრო ინჟინრების ასოციაციაში მიიღო ზედამხედველობის სპეციალისტი ხარისხი.

5. ირაკლი ბენდელიანი - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი; 2007-2017 წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში. ასევე, საქმიანობდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და ევროპის აკადემიურ ცენტრში. პროფესიით არის იურისტი, დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი“- განაცხადა კალაძემ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა