logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს შეხვდა
14:16 13.11.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს - მამუკა ბახტაძეს და მიხეილ ჩხენკელს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს ახალ, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

“ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორივე სფერო, რომლის ხელმძღვანელებიც თქვენ ხდებით. მოგეხსენებათ, ფინანსთა სამინისტროსთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით ამ ოპტიმიზაციის პროცესში, სახელმწიფო ფინანსები მოვარგოთ იმ ახალ საჭიროებებს, რომლებზეც ვისაუბრეთ. მთავარია, ამ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდეს რესურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით დაიხარჯება. დიმიტრი ქუმსიშვილმა ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა ამ სამინისტროში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან დღეს გვაქვს აბსოლუტურად წყობილი ურთიერთობა და მნიშვნელოვანი იქნება, ეს ოპტიმიზაციის პროცესი მაქსიმალურად პროფესიონალურად ჩავატაროთ, რათა ხალხმა დაინახოს, რომ ამ ოპტიმიზაციის მთავარი ორიენტირი ნამდვილად არის ადამიანი. ეს იყო ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ - თითოეული პროგრამა, თითოეული მუხლი სახელმწიფო ბიუჯეტში, საბოლოო ჯამში მიმართული იყოს იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოფა გავაუმჯობესოთ.
დიმიტრი იბარებს ორი გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელის ძალიან მნიშვნელოვან პოსტს და მინდა, მასაც წარმატება ვუსურვო.
მამუკას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, რკინიგზაში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. აბრეშუმის გზის პროექტში პრაქტიკულად მოხდა ჩვენი რკინიგზის ინტეგრირება. ჩინეთიდან ჩამოვიყვანეთ პირველი პირდაპირი მატარებლები, ასევე ყურის ქვეყნებთან დავამყარეთ ძალიან კარგი ლოგისტიკური კავშირები და იმედი მაქვს, რკინიგზის ახალი ხელმძღვანელი, რომელსაც შევარჩევთ, ამ საქმეს ღირსეულად გააგრძელებს.
განათლების სფერო, მოგეხსენებათ ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მე ვიტყოდი, რომ როგორც საზოგადოებაში დღეს არსებული პრობლემების, ასევე შესაძლებლობების სათავე არის ზუსტად განათლების სფეროში და ახალგაზრდობის კომპონენტის შემოერთებასთან ერთად, ამ სამინისტროს მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.
სანდრომ ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა - ჩვენ დავიწყეთ პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ცვლილების განხორციელება. ვსაუბრობთ სანდროსთან - შესაძლოა, ის დიპლომატიურ სამსახურში წავიდეს, თუმცა როგორც ვესაუბრე, მას გული უფრო ისევ განათლების სფეროში პედაგოგიური მიმართულებით ბიზნესსაქმიანობისკენ მიუწევს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ჩვენი გუნდის წევრი არის და ძალიან ღირსეული ადამიანია.
ბატონო მიხეილ, მინდა, თქვენი გამოცდილება ჩვენმა ქვეყანამ მაქსიმალურად გამოიყენოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20-წლიანი გამოცდილების შემდეგ დაბრუნდით ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის სამსახურში ჩადექით. ეს არის დასაფასებელი და ვისურვებდი, ჩვენი ბევრი თანამემამულე იყოს ასე განწყობილი, რომ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის სამსახურში ჩადგეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ”-განაცხადა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა